კაცობრიობის განვითარებასთან ერთად საჭირო ხდებოდა კომუნიკაციების უკეთესი საშუალებების და სისტემების ჩამოყალიბება. ამ მხრივ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დამწერლობის გამოგონება იყო. რა თქმა უნდა, თავდაპირველი დამწერლობა თანამედროვესგან ძალიან განსხვავდებოდა. მეტიც პირველი ანბანი არა ასო-ბგერებისგან, არამედ იეროგლიფებისგან შედგებოდა.
იეროგლიფი წარმოიშობა ორი ბერძნული სიტყვის კომბინაციით - hierós — საღვთო და glýphein — ამოჭრა, ამოკვეთა. ისინი პირველად ეგვიპტურ დამწერლობაში გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით მე-4 ათასწლეულის ბოლოს. იეროგლიფები, რომლებიც გამოისახებოდა სიმბოლოებითა ნახატებით, აღნიშნავდა ცალკეულ სიტყვებს და წინადადებებსაც კი. ისინი აღმოჩენილია ანტიკური ეპოქის თიხის ნაწარმზე, სამკაულებზე, რომელთა დიდი ნაწილი სამარხებშია ნაპოვნი. განსაკუთრებით ცნობილია ეგვიპტური იეროგლიფები. სურათზე გამოსახულია რამდენიმე მათგანი:
No comments:
Post a Comment